Accessibility links

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს შესაძლოა ჩაერთოს დამატებითი ავიაცია


აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს შესაძლოა ჩაერთოს დამატებითი ავიაცია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად, საჭიროების შემთხვევაში, ორი ვერტმფრენი შემოვა ირანიდან, ერთი თვითმფრინავი კი - თურქეთიდან. ამ დროისთვის ცოცხალ ძალასთან ერთად აბასთუმნის ტყეში უკვე მუშაობს ექვსი საფრენი აპარატი: ხუთი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი. სამუშაოებში ჩართულია ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე ერთი უკრაინული თვითმფრინავი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG