Accessibility links

მღებრიშვილი: აბასთუმნის ტყეში ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია


გიორგი მღებრიშვილი

„აბასთუმნის ტყეში ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ავიაციასთან ერთად ეფექტიანად მუშაობენ და იმ შემთხვევაში, თუ ამინდი შეუწყობს ხელს, ხანძარი დღის ბოლოს უკვე ლოკალიზებული იქნება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერეული ტყის მასივში, 29 აგვისტოს გაჩნდა ხანძარი. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, გაიჭრა გზა. შს მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უკვე მუშაობას გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში გამომძიებლები იმუშავებენ ასევე აბასთუმანში. მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიების დასრულებამდე ნაადრევია ხანძრის გამომწვევი მიზეზების ვერსიებზე საუბარი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG