Accessibility links

სერბიისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას


სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტები, ალექსანდარ ვუჩიჩი (მარცხნივ) და ჰაშიმ ტაჩი

სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტები 31 აგვისტოს ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს, რათა იმსჯელონ ურთიერთობის ნორმალიზებისა და დიალოგის შემდგომი გაგრძელების გზებზე. ალექსანდარ ვუჩიჩისა და ჰაშიმ ტაჩის შეხვედრის მასპინძლობას უწევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი. ევროკავშირის ცნობით, მოგერინი და ორი ქვეყნის პრეზიდენტები იმსჯელებენ ივლისში მიღწეული შეთანხების განხორციელების გზებზე. ტაჩიმ და ვუჩიჩმა 3 ივლისს ბრიუსელში გამართეს არაფორმალური შეხვედრა, რომლის დროსაც წინასწარ შეთანხმდნენ ვითარების ნორმალიზების აუცილებლობაზე. განხეთქილება ბელგრადსა და პრიშტინას შორის გამწვავდა იანვრის დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში დააკავეს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG