Accessibility links

რუსეთი არ აპირებს სანქციების გამკაცრებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


სერგეი ლავროვი

რუსეთმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება შემდგომ სანქციებს ჩრდილოთ კორეის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს კორეელი მოქალაქეებისათვის სამუშაო ვიზების გაცემის უფრო მეტ შეზღუდვას. სანქციების გაძლიერებასა და გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს ფხენიანის წინააღმდეგ მხარს უჭერენ აშშ-ი და მისი მოკავშირეები. აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა აშშ-ს, რომ თავი შეიკავოს ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის პასუხად, სამხედრო ნაბიჯებსა და შემდგომ სანქციებზე, რაც, რუსეთის აზრით, კონტრპროდუქტიულია. უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშკარად მიანიშნა, რომ ვაშინგტონი განიხილავს სანქციების გამკაცრებას და არ გამორიცხავს ასევე "რადიკალური მოქმედებების" შესაძლებლობასაც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. თუმცა, გაეროს უშიშროების საბჭოში ვაშინგტონის მხრიდან არ შესულა წინადადება შემდგომი სანქციების თაობაზე, რადგან ჯერჯერობით ბოლომდე არ შესრულებულა წინა სანქციათა პაკეტი, რაც ჩრდილოთ კორეის მოქალაქეებისათვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გულისხმობდა რუსეთსა დ ჩინეთში.

XS
SM
MD
LG