Accessibility links

საქართველოს მთავრობამ მოსამართლეების ორი ახალი კანდიდატი შეარჩია სტრასბურგის სასამართლოსთვის


საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ორი ახალი კანდიდატი შეარჩია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტოს წარუდგენს. როგორც განკარგულების ტექსტშია მითითებული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, რომელშიც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ ასახელებდნენ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG