Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდა


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდა. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას, მას გაფლანგვისთვის წარდგენილი ბრალი შეეცვალა სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალით. თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა.

XS
SM
MD
LG