Accessibility links

ავღანეთში 11 სამოქალაქო პირი დაიღუპა ექსტრემისტების თავშესაფრის დაბომბვის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 11 კაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა ნატოს შვეულმფრენის მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, რომელსაც თალიბი მებრძოლები აფარებდნენ თავს. ინცინდენტი აღმოსავლეთით მდებარე ლოგარის პროვინციაში მოხდა 29 აგვისტოს. ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის ოფიციალურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ იციან მომხდარის შესახებ და მიმდინარეობს გამოძიება. ლოგარის პროვინციის მთავრობის ცნობით, ექსტრემისტები საცხოვრებელ სახლში ძალით შეიჭრნენ და იქიდან ცეცხლს უშენდნენ ნატოს შვეულმფრენს. მობინადრეების არაერთი მოწოდების მიუხედავად თალიბებმა უარი თქვეს სახლის დატოვებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპილთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. საავიაციო იერიშის დროს დაიხოცნენ ასევე თალიბანის ადგილობრივი დანაყოფის ორი მეთაური და თალიბანის მიერ ხოსტის ოლქის მმართველად დანიშნული მავლაი აჰმადულა.

XS
SM
MD
LG