Accessibility links

ყირგიზეთის სასამართლომ ციხეში მყოფი ოპოზიციონერის სარჩელი არ დააკმაყოფილა


ომურბეკ ტეკემბაევი

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულად ჩაითვალა ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პარტია "ატა-მეკენის" (მამული) ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის ათასობით მომხრის ხელმოწერა. ისინი მხარს უჭერდნენ ტეკებაევის კანდიდატურას პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 ოქტომბერს არის დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხელმომწერთა უმრავლესობა არ იყო ინფორმირებული პროცედურების თაობაზე, რაც ავალდებულებს კანდიდატობის მსურველ პირს, რომ მოაგროვოს 30 ათასი ხელმოწერა, ჩააბაროს გამოცდა ყირგიზული ენის ცოდნაში და შეიტანოს სპეციალურ ანგარიშზე გირაო მილიონი სომის (14,6 ათასი დოლარის) ოდენობით.უზენაესი სასმართლოს 30 აგვისტოს ვერდიქტამდე, უარის თქმის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ყირგიზეთის სააპელაციო სასამართლომ. ოპოზიციონერ ომურბეკ ტეკებაევსა და მასთან ერთად მსჯავრდებულ პირს, საგანგებო მდგომარეობათა ყოფილ მინისტრ დუიშონკულ ჩოტონოვს ყირგიზეთის სასამართლომ 17 აგვისტო რვა-რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბიშკეკის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებაში.

XS
SM
MD
LG