Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მას „სამ სცენარს“ უმზადებს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს მის დაბრუნებასთან დაკავშირებით: საზღვარზე არშეშვებას, პასპორტის წართმევასა და პოლონეთში გაძევებას; უკრაინაში შეშვება, შემდეგ რაიმე მიზეზით დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას, ან კიდევ საზღვარზე რაიმე არეულობის მოწყობას. „თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია. ბევრი ხალხი მოვა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ Newsone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, 10 სექტემბერს ის კანონიერად და ლეგალურად გადაკვეთს უკრაინის საზღვარს კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან.

XS
SM
MD
LG