Accessibility links

მინისტრმა „ლოკალიზებულად“ გამოაცხადა ხანძარი აბასთუმნის ტერიტორიაზე


აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა. “ჩვენ მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა მთლიანი ზონის, სადაც ხანძრის კერები იყო, მინდა გითხრათ, რომ დაკვამლიანებაც აღარ არის ტერიტორიაზე, ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სრულად ლიკვიდაციისთვის”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ავიაცია რჩება ადგილზე, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ საჭიროების არარსებობის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG