Accessibility links

სერბია და კოსოვო კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ ვითარების ნორმალიზებაზე


ჰაშიმ ტაჩი (მარცხნივ) ფედერიკა მოგერინი, ალექსანდარ ვუჩიჩი

ევროკავშირის შუამავლობით, სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტებმა 31 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს შეთანხმებას იმ საბოლოოო ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას, უპირატესად კი, სერბებით დასახლებული ჩრდილოეთ კოსოვოს სასამართლო სისტემის ინტეგრაციის თაობაზე. ალექსანდარ ვუჩიჩისა და ჰაშიმ ტაჩის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კოსოვოსა და სერბიის პრეზიდენტებმა დაადასტურეს 2015 წლის თებერვალში მიღწეული შეთანხმება „მართლმსაჯულების“ შესახებ და 2017 წლის ოქტომბრამდე მის საბოლოო რეალიზებაზე შეთანხმდნენ. „ერთ მშვენიერ დღეს, პროკურორები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ინტეგრირებული იქნებიან კოსოვოს სასამართლო სიტემაში, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის გავრცელებას კოსოვოს მასშტაბით და, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ მიტროვიცის რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG