Accessibility links

ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყეს ევროპის ჩემპიონატი


საქართველოს კალათბურთელებმა წარმატებით აიღეს სტარტი დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე. ტელ-ავივში, „ევრობასკეტ-2017“-ის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ლიტვის ნაკრებს - 79:77. 29 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო თორნიკე შენგელია. „B“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიამ დაამარცხა უკრაინა - 75:63. ამავე ჯგუფში ასპარეზობენ იტალიისა და ისრაელის ნაკრები გუნდები. „ევრობასკეტ-2017“-ს ერთბაშად ოთხი ქვეყანა მასპინძლობს: ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG