Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთისგან სან-ფრანცისკოში მისი საკონსულოს დახურვას ითხოვს


რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში
რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში

აშშ-მა მოითხოვა რუსეთის ფედერაციისგან, დახუროს თავისი საკონსულო სან-ფრანცისკოში და დატოვოს ორი დაკავებული შენობა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. ეს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 31 აგვისტოს კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ, შეიკვეცოს აშშ-ის დიპლომატიური მისია რუსეთში. რუსეთმა გასულ თვეში მოითხოვა აშშ-ისგან, შეამციროს თავისი დიპლომატების რიცხვი ნახევარზე მეტით, 455 კაცით, რაც პასუხი იყო რუსეთის მიმართ აშშ-ის ახალ სანქციებზე.

XS
SM
MD
LG