Accessibility links

საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტს


საპარლამენტო უმრავლესობა ავრცელებს განცხადებას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. წერილის თანახმად, „იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG