Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა


აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად, რომელიც ტეხასისა და ლუიზიანის შტატებს დაატყდა თავს, დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მისაღებად 310 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დახმარების სახით უკვე გამოყო 530 მილიონი აშშ დოლარი. ქარიშხალი „ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ზარალი კი, წინასწარი მონაცემებით, 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG