Accessibility links

5 სექტემბერს გაიხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესია


5 სექტემბერს გაიხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. სესიის გახსნა ბიუროს სხდომის ფორმატშია დაგეგმილი. ამასთან, პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს, სავარაუდოდ, არ გამართავს, რადგან სწორედ რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში. საშემოდგომო სესიის მთავარი თემა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი. საკონსტიტუციო ცვლილებებს სავარაუდოდ ოქტომბერში დაამტკიცებენ.

XS
SM
MD
LG