Accessibility links

აბასთუმნის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის უმნიშვნელო კერების დამუშავება-ლიკვიდირება


აბასთუმნის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის უმნიშვნელო კერების დამუშავება-ლიკვიდირება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, აბასთუმნის ტყეში ცოცხალი ძალა სამუშაოებს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ხანძრის წარმოქმნის საშიშროება აღარ იქნება. აბასთუმნის ტყეში ხანძარს სამი დღის განმავლობაში აქრობდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG