Accessibility links

რუსეთი აშშ-ის მოთხოვნის პირობებს სწავლობს და ტრამპის კრიტიკას თავს არიდებს


სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აანალიზებს აშშ-ის მოთხოვნას რუსეთის სამი დიპლომატიური მისიის დახურვის შესახებ აშშ-ში. ლავროვის თქმით, მოთხოვნის შესწავლის შემდეგ რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს ვაშინგტონს. ლავროვის განცხადება 24 საათზე ნაკლებ დროში მოჰყვა აშშ-ის მიმართვას, დახუროს რუსეთმა საკონსულო სან-ფრანცისკოში და სავაჭრო წარმომადგენლობები ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. აშშ-ის ეს ნაბიჯი პასუხი იყო რუსეთის მოთხოვნაზე, შეამციროს აშშ-მა რუსეთში თავისი დიპლომატიური კორპუსი შემადგენლობა 455 კაცამდე პირველ სექტემბრისთვის. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, ეს შემცირება ნიშნავს 755 თანამშრომლის განთავისუფლებას. რუსეთის ოფიციალურ პირთა თქმით, ეს იყო რუსეთის რეაგირება აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე, რაც მოჰყვა რუსეთის სავარაუდო, ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ლავროვმა რუსეთი დაადანაშაულა სადამსჯელო ნაბიჯის გადადგმაში, მაგრამ თავი აარიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკას და თქვა, რომ რუსეთი აშშ-თან უკეთეს ურთიერთობას ესწრაფვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG