Accessibility links

ძალაში შევიდა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება


ხელშეკრულება ასოცირების შესახებ ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა. ამ დოკუმენტის გარშემო პოლიტიკური დაძაბულობა ოთხ წელიწადს გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკით გავრცელებული განცხადებით საზეიმოდ აღნიშნა ეს დღე. პეტრო პოროშენკომ ამ დღეს უწოდა იმგვარი მომავლის „დადასტურების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ავირჩიეთ „ღირსების რევოლუციის“ შედეგადო. პოროშენკო გულისხმობდა სახალხო გამოსვლებს კიევში, 2013 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ. იანუკოვიჩი ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგი იყო. „ხელშეკრულების ძალაში შესვლა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელოვანგანახლებას წარმოადგენს“, განაცხადა ევროკავშირში ესტონეთის ელჩმა კაია ტაელმა. ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG