Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა პაკისტანს სამხედრო დახმარება შეუჩერა


აშშ-მა შეუჩერა პაკისტანს 255 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება მანამ, სანამ, ისლამაბადი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა უწოდა, ანტი - ავღანური შეიარაღებული ძალებისთვის ამ ქვეყანაში შექმნილი „უსაფრთხო გარემოს“ არ აღმოფხვრის. სანამ აშშ არ დარწმუნდება, რომ პაკისტანი იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ, თანხები არ გადაირიცხება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქმე ეხება თალიბანსა და ჰაყანის დაჯგუფებას, რომელთა მეომრები აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ავღანეთის საზღვრებთან არიან დაბანაკებული. ისლამაბადმა უარყო აშშ-ის ბრალდება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მას განტევების „ვაცად წარმოადგენს“ და სურს ამით თავისი შეცდომები დამალოს.

XS
SM
MD
LG