Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიამ მოუწოდა საბერძნეთს 31 აგვიტოს, დაინახოს „ახალი რეალობა“


მაკედონისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნიკოლა დიმიტროვი (მარცხნივ) და ნიოკოს კოციასი.
მაკედონისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნიკოლა დიმიტროვი (მარცხნივ) და ნიოკოს კოციასი.

მაკედონიის მთავრობა მოუწოდებს საბერძნეთს, დაინახოს „ახალი რეალობა“, რომ მთავრობა სკოპიეში ესწრაფვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ხელის შემშლელი პირობების მოგვარებას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნოკოს კოტციასთან შეხვედრის შემდეგ, მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლა დიმიტროვმა განაცხადა, რომ იმედია, საბერძნეთი დაინახავს "ახალ რეალობას" მაკედონიაში და ჩვენს გულწრფელ სურვილს, ვიმეგობროთ ერთმანეთთანო. მოველით და ვიმედოვნებთ ევროპული ინტეგრაციის საქმეში დახმარებას და მხარდაჭერას, თქვა დიმიტროვმა. კოტციასის თქმით, ათენი სრულ მხარდაჭერას გაუწევს სკოპიეს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში იმ მომენტიდან, როცა მოგვარდება მათ შორის დავა მაკედონიის დასახელების გარშემო და სკოპიე შეასრულებს ბრიუსელის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მაკედონიას მან "ძვირფასი ჩრდილოელი მეზობელი" უწოდა და გამოთქვა სურვილი, რომ განვითარდეს ორ ქვეყანს შორის ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG