Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: კორეის ნახევარკუნძულს „ფართო მასშტაბის“ კონფლიქტი ემუქრება


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ჩიხი ჩრდილოეთი კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გარშემო „ფართო მასშტაბის კონფლიქტის“ ზღვარზეა. 1 სექტემბერს კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში პუტინი ირიბად აკრიტიკებს აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებას და წერს, რომ ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერება პრობლემას ვერ მოაგვარებს. კომენტარი გავრცელდა მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეის რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა, რამაც კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობა გაზარდა. პუტინის თქმით, კრიზისის მოგვარება მხოლოდ „ მხარეებს შორის პირდაპირი, წინა პირობების გარეშე დიალოგის გზით შეიძლება“. „პროვოკაციები, ზეწოლა და აგრესია, შემტევი რიტორიკა, არსად წაგვიყვანს“, წერს პუტინი. ფხენიანი ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აშშ-ს მიწვდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 აგვისტოს, მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ თავისი ბოლო გამოცდა მოაწყო, განაცხადა, რომ განიხილება ვაშინგტონის რეაგირების „ყველა ვარიანტი“.

XS
SM
MD
LG