Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშანგ მარგიანი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია


ლასლო პაპის სახელობის სპორტის სასახლე ბუდაპეშტში, სადაც მიმდინარეობს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
ლასლო პაპის სახელობის სპორტის სასახლე ბუდაპეშტში, სადაც მიმდინარეობს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა ფალავანმა უშანგ მარგიანმა (90 კგ-მდე წონითი კატეგორია). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან დამაჯერებლად სძლია ევროპის ჩემპიონს, სერბ ალექსანდარ კუკოლს. ქართველი ძიუდოისტებისთვის ეს მეორე მედალია ბუდაპეშტის ტურნირზე. მანამდე, 29 აგვისტოს, „ბრინჯაო“ დაიმსახურა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG