Accessibility links

რინატ ახმეტშინის თქმით, მას არ უმუშავია რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის


რინატ ახმეტშინი

საბჭოთა კავშირის ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა და ვაშინგტონელმა ლობისტმა, რინატ ახმეტშინმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟთან შეხვედრას, განაცხადა, რომ არ უმუშავია რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის. მაგრამ, მისი თქმით, შეხვედრაზე მან ნახა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას. ეს განცხადება ახმეტშინმა გააკეთა „ფაინენშლ ტაიმსისთვის“ 1 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში. ახმეტშინი 23 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში და იგი ვაშინგტონში ითვლება ცნობილ ლობისტად რუსეთის საკითხებში.

XS
SM
MD
LG