Accessibility links

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები მზად არიან განავითარონ სარაკეტო სფეროში თანამშრომლობა


აშშ-ისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და მუნ ჯე ინი, შეთანხმდნენ გადახედონ სარაკეტო შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას. ამის შესახებ შაბათს განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კანცელარიამ. თეთრი სახლის თანახმად, ტრამპი დათანხმდა, რომ სამხრეთმა კორეამ შეიძინოს მილიარდობით დოლარის ღირებულების აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობა. სეულსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმებების შესახებ გამოცხადების ფონია ჩრდილოეთ კორეის მზარდი აქტიურობა სამხედრო სფეროში. სამხრეთი კორეა თავისი სამხედრო ძალის გაზრდას ცდილობს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ რაკეტების სულ უფრო ხშირად გამოცდის გამო. ფხენიანი ავითარებს თავის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს, მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების წინააღმდეგობისა და გაეროს სანქციებისა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG