Accessibility links

ანგელა მერკელი: გერმანიამ შეიძლება გადახედოს თურქეთთან ურთიერთობებს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ გერმანიამ შეიძლება გადახედოს თურქეთთან ურთიერთობებს. იგი გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროკავშირმა დროებით შეაჩეროს ანკარასთან მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც თურქეთში გერმანიის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ამჟამად გერმანიის 12 მოქალაქე იმყოფება თურქეთის ციხეში. ბერლინის თანახმად, მათ პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებენ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თურქეთში დააკავეს ევროპის კავშირის მრავალი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ განხორციელებულ წარუმატებელ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG