Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასისა და ლუიზიანის შტატებში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასისა და ლუიზიანის შტატებში ჩავიდა. ამ შტატებს სერიოზული ზარალი მიაყენა მძლავრმა გრიგალმა „ჰარვიმ“ და მისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ. ტეხასში ტრამპი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მოინახულა ადგილები, სადაც დროებით არიან განთავსებული ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულები. პრეზიდენტი საკუთარი სახსრებიდან აპირებს მილიონი დოლარის გამოყოფას გრიგალის შედეგების აღმოსაფხვრელად. ამ საჭიროებისთვის მან კონგრესს თითქმის რვა მილიარდი დოლარი სთხოვა. ტეხასის შტატის გუბერნატორის, გრეგ აბოტის თქმით, შტატის აღსადგენად 125 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო. მოგვიანებით ტრამპი ლუიზიანას ესტუმრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG