Accessibility links

მოსკოვმა მოუწოდა აშშ-ს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მას რუსეთის დიპლომატიური ობიექტები


რუსეთმა მოუწოდა აშშ-ს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მას რუსეთის დიპლომატიური ობიექტები, რომლებიც, მოსკოვის თანახმად, აშშ-მა ჩაიგდო ხელში სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონში, და „ღიად მტრული აქტი“ უწოდა მას. შესაბამისი განცხადება 3 სექტემბერს გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებისთვის, რასაც ამჟამად აქვს ადგილი,“ ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის ხელისუფლებამ კონტროლი დააწესა რუსეთის საკონსულოზე სან-ფრანცისკოში, ასევე სხვა დიპლომატიურ შენობებზე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს ამ შენობების დაცლის განკარგულება გასცა პასუხად რუსეთის განკარგულებაზე, რომ რუსეთში თავისი დიპლომატიური პერსონალი 455 ადამიანამდე, ანუ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, 755 ადამიანით შეემცირებინა. მოსკოვის ეს ნაბიჯი რეაქცია იყო ახალ სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა რუსეთს დაუწესა უკრაინაში აგრესიის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG