Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიკსის წევრი ხუთი სახელმწიფო ემზადება ყოველწლიური სამიტისთვის


ბრიკსის 2016 წლის სამიტის სამახსოვრო ფოტო
ბრიკსის 2016 წლის სამიტის სამახსოვრო ფოტო

ე.წ. ბრიკსის წევრი ხუთი სახელმწიფო ემზადება ყოველწლიური სამიტისთვის, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, დაძაბული ატმოსფერო იქნება ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო დავის გამო. ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა 3-5 სექტემბერს გამართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას ჩინეთის ქალაქ სიამენში. ეს მეცხრე შეხვედრა იქნება ამ გაერთიანებისა, რომელშიც მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები შედიან. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო მოსახლეობის 40%. ბრიკსი მსოფლიო საერთო შიდა პროდუქტის 22,5%-ს აწარმოებს. ჯგუფი ჩამოყალიბდა წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების მხარდასაჭერად მსოფლიოში, რომელშიც დასავლეთის ქვეყნები დომინირებენ.

XS
SM
MD
LG