Accessibility links

გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი გახდა ომისშემდგომი ისტორიის ყველაზე დიდი ევაკუაციის მიზეზი


მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანული საავიაციო ბომბი გახდა გერმანიის ომისშემდგომი ისტორიის ყველაზე დიდი ევაკუაციის მიზეზი. კვირას დილით მაინის ფრანკფურტში 60 ათასმა ადამიანმა დატოვა სახლები. სპეცსამსახურებმა გულდასმით შეამოწმეს ტერიტორია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ აღარავინ იყო დარჩენილი. ამის შემდეგ დაიწყო ბომბის გაუვნებელყოფა. ბომბი 29 აგვისტოს აღმოაჩინეს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ ქალაქში წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისას. ბომბი 1,8 ტონას იწონის და ტონანახევარ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. აქამდე გერმანიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია 2016 წელს ჩატარდა ქალაქ აუგსბურგში. მაშინ 54 ათასმა ადამიანმა დატოვა სახლები. 2017 წელს კი ჰანოვერში სამი ბომბის გაუვნებელყოფისას 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG