Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ართანასთან და ხახაბოსთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები


თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან და თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება სოფელ ართანაში ცეცხლის ლოკალიზება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, სამაშველო ოპერაცია ართანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაგრძელდება, რათა მოხდეს ყველა წერტილის საფუძვლიანი შესწავლა და დამუშავება. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ქვეითად მომუშავე სამაშველო ბრიგადები, თელავში გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. კახეთში ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს. ართანაში, კოხტას მთაზე, ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან.

XS
SM
MD
LG