Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე გაიხსნა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017


ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე, ოფიციალურად გაიხსნა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017. სამხედრო სწავლება ტარდება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით. წვრთნებში მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები. Agile Spirit 2017 სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მასში 1515 სამხედროა ჩართული. აღსანიშნავია, რომ სომხეთმა თავი შეიკავა მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისგან. როგორც „ინტერპრესნიუსი“ სომხურ ინტერნეტ-პორტალ news.am-ზე დაყრდნობით იუწყება, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არ დაესწრნენ საქართველოში მიმდინარე სწავლების გახსნის ცერემონიალს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, არცრუნ ოგანესიანმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

XS
SM
MD
LG