Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სასწავლო წლიდან იკრძალება სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა


ახალი სასწავლო წლიდან იკრძალება სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა. შესაბამისი ბრძანება გამოსცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება: საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.

XS
SM
MD
LG