Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცვას ბირთვული საშუალებებით


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაიცვას თავი და მოკავშირეები დიპლომატიური, ჩვეულებრივი და ბირთვული საშუალებების მთელი სპექტრით, მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული იარაღის მეექვსე გამოცდა მოაწყო. ცნობა, რომ დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან სატელეფონო საუბრისას თქვა, გაავრცელა თეთრმა სახლმა. დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა რომ გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომელიც შეიძლება შორ მანძილზე მოქმედების რაკეტით გაიტყორცნოს. გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთი კორეის გარშემო საგანგებო შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ წარადგენს ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტს. მნუჩინმა მედიას განუცხადა, რომ აპირებს ტრამპს მიმართოს თხოვნით, განიხილოს ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობის შეწყვეტის საკითხი.

XS
SM
MD
LG