Accessibility links

სამხრეთი კორეა: ფხენიანი რაკეტების ახალი გამოცდისთვის ემზადება


სამხრეთმა კორეამ განაცხადა, რომ მოეპოვება მინიშნება იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა ემზადება ახალი, შესაძლოა, კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოცდისთვის მას მერე, რაც მოაწყო ამგვარი მეექვსე გაშვება. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ის აძლიერებს აშშ-ის წარმოების „ტედის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, რომლის სეულის სამხრეთში განთავსებას მკაცრი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთმა და ჩინეთმა. უკვე არსებულ ორს, დროებით დაემატება კიდევ ოთხი გამშვები მოწყობილობა. ამავე ცნობით, აშშ აპირებს გააგზავნოს კორეის ნახევარკუნძულის გარშემო ზღვებში აშშ-ის სამხედრო ხომალდი, ატომური ავიამზიდი. "ტაურუსი", რომელზეც განთავსებულია F-15-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, ჩაებმება სამხედრო სწავლებაში, რომელიც სექტემბერში გაიმართება და რომელშიც საბრძოლო ტყვია-წამალს გამოიყენებენ. ასეთი მანევრები უკვე დაიწყო 4 სექტემბერს, როცა გათამაშდა ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმის სიმულირება და მისგან თავდაცვა. მანევრების დროს მოიხმარენ ორივე ტიპის, სახმელეთო და საჰაერო სარაკეტო დანადგარებს. ფხენიანმა 3 სექტემბერს გამოაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომელიც შეიძლება გადატანილ იქნეს შორი მოქმედების რაკეტის მიერ. ეს გამოცდა ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მძლავრი ატომური გამოცდა იყო.

XS
SM
MD
LG