Accessibility links

სირიის არმია დეირ ალ-ზურს უახლოვდება


სირიის არმიის პოზიცია

სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, არმიის და მოკავშირეების ძალები უახლოვდებიან აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ზურს, რომელიც ალყა შემორტყმული იყო ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სამი წლის განმავლობაში. სირიის ტელევიზია იტყობინებოდა, რომ არმია სამ კილომეტრში მიუახლოვდა ქალაქს. სანას სააგენტოს თანახმად, იმ არეალში „ისლამური სახელმწიფოს“ დაცვის ზოლი გაირღვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის ავიაცია ჰაერიდან უწევს მხარდაჭერას იერიშს. „ისლამური სახელმწიფო“ დეირ ალ-ზურის, სირიის ნავთობის მრეწველობის ცენტრის ნახევარს და მისი მოსაზღვრე არეალის ნახევარს აკონტროლებს. ეს არის სირიაში ექსტრემისტული გაერთიანების ბოლო საყრდენი პუნქტი, მის დე ფაქტო დედაქალაქ, რაყასთან ერთად. რაყა გარშემორტყმულია აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ჯარის მიერ. გაერო ვარაუდობს, რომ დეირ ალ-ზურში 90 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. სურსათით მათი მომარაგება თვითმფრინავებით ხდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG