Accessibility links

გაეროში აშშ-ის ელჩი: ჩრდილოეთ კორეას ომის დაწყება სურს


გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებიდან ჩანს, რომ მის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, ომის დაწყება სურს. ელჩის თანახმად, დროა, გაეროს უშიშროების საბჭომ უმკაცრეს დიპლომატიურ ზომებს მიმართოს. „კმარა! ომის არასოდეს ყოფილა ის, რაც აშშ-ს სურდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოთმინებაც არ არის უსაზღვრო", - განაცხადა ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. სხდომა მიეძღვნა წინა დღით, 3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფაქტს. რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ მოწყობილი გამოცდა გვიჩვენებს, რომ რეგიონში მშვიდობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. მისივე თქმით, სამხედრო გზით კრიზისი არ მოგვარდება. ჩინეთის წარმომადგენლის განცხადებით, საჭიროა კრიზისის მოგვარება დიპლომატიური გზით მოხდეს. პეკინი არ დაუშვებს ქაოსსა და ომს კორეის ნახევარკუნძულზეო, დასძინა მან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG