Accessibility links

შსს: გრძელდება შავნაბადას მთაზე ხანძრის ლოკალიზების ოპერაცია


ხანძარი შავნაბადას მთაზე

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ლოკალიზება ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ შეჩერდა; ძლიერი დაკვამლიანების გამო ხანძრის კერებს მეხანძრე-მაშველები ჩამოშორდნენ, თუმცა ხანძრის ლოკალიზების ოპერაცია შეწყვეტილი არ არის და იგი გრძელდება, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. იქვე აღნიშნავენ, რომ მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილიდან მათივე უსაფრთხოების მიზნით გამოიყვანეს, რადგან ხეობაში ძლიერი კვამლი წარმოიქმნა. ღამით ხილვადობა დაბალია, რის გამოც ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს სრული დატვირთვით ხვალ, დილიდან განაახლებენ; ხანძრის ჩაქრობის პროცესში დამატებით ჩაერთვებიან მაშველები და სახანძრო ვერტმფრენი, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

XS
SM
MD
LG