Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: მოსკოვი იტოვებს უფლებას, აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის შემცირება მოსთხოვოს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი BRICS-ის წევრი ქვეყნების სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე გამოსვლისას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი BRICS-ის წევრი ქვეყნების სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე გამოსვლისას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი იტოვებს უფლებას, შეერთებულ შტატებს მოსთხოვოს, შეამციროს რუსეთში თავისი დიპლომატიური კორპუსის რიცხობრივი შემადგენლობა, თუმცა დასძინა, რომ ამ მოთხოვნას მოსკოვი ჯერჯერობით არ გამოთქვამს. ჩინეთში, BRICS-ის წევრი ქვეყნების სამიტის დამთავრებისთანავე, პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსეთი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. კრემლის მესვეურმა მკაცრად დაგმო და „უპრეცედენტო“ უწოდა აშშ-ის ქმედებას რუსეთის დიპლომატიური ობიექტების მიმართ და განაცხადა, რომ თავის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალებს, ვაშინგტონს სასამართლოში უჩივლოს. პუტინის ამ განცხადებებზე ვაშინგტონს რაიმე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მაგრამ აქამდე თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შეერთებულ შტატებს არ დაურღვევია არც დიპლომატიური და არც სამართლებრივი წესები, როცა მოსკოვს 2 სექტემბრისთვის მოსთხოვა საკონსულოსა და სავაჭრო წარმომადგენლობების დაცლა სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.

XS
SM
MD
LG