Accessibility links

საერთაშორისო გამოძიება: აზერბაიჯანში ორ წელიწადს მოქმედებდა საიდუმლო ფონდი


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თვალს ადევნებს ფორმულა 1-ის ავტომანქანებით რბოლას "აზერბაიჯანის დიდ პრიზზე" (ბაქო, 25.06.17)

აზერბაიჯანის მმართველი ელიტა, ორი წლის განმავლობაში იყენებდა 2,8-მილიარდდოლარიან საიდუმლო ფონდს, რათა მოექრთამა ევროპელი პოლიტიკოსები და დაეფინანსებინა საკუთარი ძვირადღირებული შენაძენები. ეს ინფორმაცია 4 სექტემბერს გამოქვეყნებული საგამოძიებო ანგარიშით გაავრცელა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა. გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ოთხი კომპანიის მეშვეობით ათასობით ფულადი გადარიცხვა განხორციელდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და იმ პირების ანგარიშებზე, ვინც სხვადასხვა სახის სამსახურს უწევდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობას. ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობდა ევროპის, რუსეთისა და აშშ-ის რამდენიმე საინფორმაციო საშუალება. ანგარიშის თანახმად, ფულის მიმღებ პირებს, შესაძლოა, არ სცოდნოდათ, საიდან მისდიოდათ თანხები. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საიდუმლო ფონდი ორ წელიწადს მოქმედებდა და 2014 წელს შეწყვიტა არსებობა. ანგარიშის თანახმად, ფულის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები უშუალო კავშირშია პრეზიდენტ ალიევის ოჯახთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG