Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან საქართველოსა და თურქეთის ვერტმფრენები


ხანძარი შავნაბადას მთაზე (ხულოს მუნიციპალიტეტი)
ხანძარი შავნაბადას მთაზე (ხულოს მუნიციპალიტეტი)

ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ვერტმფრენები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ცნობით, თურქეთი საქართველოში დღის მეორე ნახევარში გამოუშვებს ვერტმფრენს. შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია500-მდე მეხანძრე, ხოლო მიუვალ ადგილებში მიმდინარეობს გზის გაყვანის სამუშაოები. პატარაძის თქმით, სამაშველო სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, გაყვანილია რამდენიმე ახალი გზა. „ამინდიც კარგია, რაც გვაძლევს საშუალებას, ეფექტიანად ვებრძოლოთ ხანძარსო“, - დასძინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG