Accessibility links

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


სასამართლომ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო დეკანოზი გიორგი მამალაძე და მას ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ შეცვალა ბრალდების კვალიფიკაცია და დეკანოზს მოუხსნა ანგარებით მკვლელობის მუხლი. დეკანოზი ასევე დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. თავად ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. განაჩენის თანახმად, გიორგი მამალაძე ამზადებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამ საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG