Accessibility links

დღეიდან პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში განაახლებს მუშაობას


დღეიდან პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში განაახლებს მუშაობას. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. დაგეგმილია სესიის გახსნა ბიუროს სხდომით. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში გაიმართება საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომაც. ამასთან, პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სავარაუდოდ არ გამართავს პლენარულ სხდომებს, რადგან, რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. საშემოდგომო სესიის მთავარი თემა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი. წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.

XS
SM
MD
LG