Accessibility links

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი გაწბილებულია იმის გამო, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა


ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გაწბილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანის საკითხში. ამ შინაარსის განცხადება ბუკიკიომ „ტვიტერის“ სოციალური ქსელით გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღარ აპირებს კონსულტაციების გამართვას ოპოზიციასთან და გეგმავს, სექტემბრის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემუშავებულია კონსტიტუციის ძალიან დახვეწილი პროექტი და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG