Accessibility links

რუსეთის მოქალაქეთა თითქმის ნახევარს სირიაში საომარი ოპერაციის დასრულება სურს


სამხრეთ სირიის ქალაქი დარაა 21 აგვისტოს

რუსეთის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს საომარი ოპერაცია სირიაში. ლევადას ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტთა მხოლოდ მესამედმა დაუჭირა მხარი ოპერაციის გაგრძელებას, 22%-მა პასუხისგან თავი შეიკავა. ასეთივე გამოკითხვამ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამოუკიდებელმა ცენტრმა აპრილში ჩაატარა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 53% მხარს უჭერდა სირიაში საომარი ოპერაციის გაგრძელებას. სირიაში სამხედრო ოპერაციას რუსეთი 2015 წლის 30 სექტემბრიდან აწარმოებს. მისი ოფიციალური მიზანია ბრძოლა ტერორიზმთან. როიტერის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან სირიაში დაიღუპა 40 რუსი სამხედრო მოსამსახურე და კერძო სამხედრო სპეციალისტი.

XS
SM
MD
LG