Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მოსკოვთან, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდმა დაჭრა ოთხი პირი


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვთან, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი პირი დაიჭრა მას შემდეგ, რაც მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და კვამლის ხელყუმბარები გამოიყენა. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი მოხდა ივანტეიევსკაში, მოსკოვის ჩრდილოაღმოსავლეთ შემოგარენში მდებარე ქალაქში. სააგენტოს თანახმად, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2002 წელს დაბადებული ბიჭია და ის დააკავეს. ოთხი პირი საავადმყოფოში მოხვდა ჭრილობებით.

XS
SM
MD
LG