Accessibility links

ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ შავნაბადას მთაზე ცეცხლი გაღვივდა და ვითარება კლიმატური პირობების გამო გართულდა. ადგილზე ელოდებიან თურქეთის ვერტმფრენსაც - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ცნობით, თურქეთი საქართველოში დღის მეორე ნახევარში გამოუშვებს ვერტმფრენს. შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია500-მდე მეხანძრე, ხოლო მიუვალ ადგილებში მიმდინარეობს გზის გაყვანის სამუშაოები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG