Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: "ციანიდის საქმის" განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა


საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის აზრით, ე.წ. "ციანიდის საქმეზე" გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. მის განცხადებაში აღწერილია შვიდი თვის განმავლობაში წარმოებული დაკვირვების შედეგები და ნათქვამია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მომხდარმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქმის სასამართლო განხილვაზე და ბრალდებულსა და ადვოკატებს ხელი შეუშალა დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. "გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინეს თავი" - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე გაკრიტიკებულია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება. სასამართლომ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო დეკანოზი გიორგი მამალაძე და მას ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის თანახმად, გიორგი მამალაძე ამზადებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

XS
SM
MD
LG