Accessibility links

განახლდა „ჩერნოგორიის პუტჩის“ საქმის განხილვა


ჩერნოგორიის ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის ლიდერი მილან კნეჟევიჩი სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიდის.

პოდგორიცაში განახლდა სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილება ჩერნოგორიის მთავრობის დამხობის მცდელობის საქმე. სასამართლო 14 ეჭვმიტანილის ბრალეულობის საკითხს განიხილავს. ბრალდების მტკიცებით, სერბი და რუსი ნაციონალისტები გეგმავდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქვეყნის პარლამენტის შენობის დაკავებას, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას და ქვეყნის სათვეში პრორუსული ხელისუფლების მოყვანას, რომელსაც უნდა შეეჩერებინა ჩერნოგორიის ნატოში შესვლის პროცესი. ბრალდებულებს შორისაა ჩერნოგორიის ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სერბიის 9 მოქალაქე და ორი რუსი, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. 5 ივნისს ჩერნოგორია ნატოს 29-ე წევრი გახდა.

XS
SM
MD
LG