Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეა „კუთხეში არ უნდა მოამწყვდიონ“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სახიფათოა ჩრდილოეთი კორეის „კუთხეში მომწყვდევა“ მისი ატომური პროგრამის გამო. პუტინმა ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინთან შეხვდერის შემდეგ, ვლადივოსტოკში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე. ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წინააღმდეგია ჩრდილოეთი კორეისთვის ახალი სანქციების დაწესებისა, რადგან „კორეის ნახევარკუნძულის პრობლემები მხოლოდ სანქციებით და ზეწოლით ვერ გადაიჭრება“.

XS
SM
MD
LG